ეს პროცესი გამოიწვევს იმას, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, ჩვენ ტრაგედიას წარსულში დავტოვებთ და გადავშლით ახალ ფურცელს მეც და ჩემი შვილიც. არ გავზრდი სანდროს ამ აგრესიაში და იმ განცდით, რომ ბაბუა „ნაციონალებმა“ მოუკლეს

ეს პროცესი გამოიწვევს იმას, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, ჩვენ ტრაგედიას წარსულში დავტოვებთ და გადავშლით ახალ ფურცელს მეც და ჩემი შვილიც. არ გავზრდი სანდროს ამ აგრესიაში და იმ განცდით, რომ ბაბუა „ნაციონალებმა“ მოუკლეს
პატიმრობიდან მოყოლებული, სანამ ოჯახს შევქმნიდი და საერთოდ შვილი მეყოლებოდა სულ ვფიქრობდი, რომ ისე მეცხოვრა და ისე წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ მართლა არ გამემართლებინა იმ მუმიის [] სიტყვები, როცა მეძახდა კრიმინალს და კრიმინალებში ჩამსვა და ვისწავლე, სტუდენტი გამოვედი, ვისწავლე არა, უბრალოდ საშუალება მქონდა, თორემ იქ არაფერია მისწავლია მე, ცუდის მეტი ციხეში არაფერი მინახავს, მაგრამ საშუალება მქონდა გამოცდები ჩამებარებინა – ჩავაბარე და მანდაც ჩაიჭრნენ, რომ არ გამომიშვეს და მანდაც სიტყვა არ შეასრულეს, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გახარებულია, რადგან საგამოძიებო კომისიის მეშვეობით ძალიან ბევრ საქმეს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და ეს პროცესი ზუსტად გამოიწვევს იმას, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და ამ მის ტრაგედიას წარსულში დატოვებს.
„მე ამ თემაზე არასდროს არ მისაუბრია ჩემ შვილთან, რომ მე რაღაც ციხეში ვიყავი. ვიცი რომ იცის, იმიტომ, რომ ჩემი გამოსვლებიც მოუსმენია. არ ვიცი ამაზე როგორ უნდა დაველაპარაკო, მაგრამ ზუსტად დღეს იმიტომ ვარ გახარებული, რომ ამ საქმეს და ძალიან ბევრ საქმეს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და ჩემ შვილს უთქვამს სკოლაში, რომ ისო იმის შვილიაო და მეო ბაბუა „ნაციონალებმა“ მომიკლესო. მე ვუთხარი სანდროს მაშინვე, რომ იმის შვილი ჯერ არაფერ შუაში არ არის და შვილი მშობლის დანაშაულზე არასდროს პასუხს არ აგებს და მერე კიდე ეს პროცესი ზუსტად გამოიწვევს იმას, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და ამ ჩვენ ტრაგედიას წარსულში დავტოვებთ და გადავშლით ახალ ფურცელს მეც, ჩემი შვილიც. მე ჩემ შვილს აქედანაც მინდა ვუთხრა და არ გავზრდი ამ აგრესიაში და იმ განცდით, რომ ბაბუა „ნაციონალებმა“ {მოუკლეს}, ეგ არ ეხება სანდროს და არც შეეხება არასდროს და ზუსტად ეს იქნება შედეგი, როცა ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, რომ ჩემი შვილიც გააცნობიერებს რა იყო და როგორ“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძე.
Next: დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეშვიდე კორპუსის ოთხივე სადარბაზოს სახურავი, 1052 კვ.მ ფართობზე, შეიცვალა

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას