“ეს პრობლემა აქვთ საკმაოდ განათლებულ და განვითარებულ ადამიანებსაც კი ძალიან ხშირად” – თუთბერიძე

როგორ გგონიათ, რატომ ანიჭებენ ადამიანები სხვა ადამიანების მოსაზრებას (თუნდაც ოჯახის წევრებისას) მნიშვნელობას როცა საქმე მათ პირად ცხოვრებას ეხება? როგორ გგონიათ რა არის ამისი მიზეზი, აღზრდა? განათლება? იმ კულტურის გავლენები სადაც გაიზარდე თუ რამე სხვა? აქვე ვიტყი რომ ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ დაბალი განათლების ან სოციალური ფენის და კულტურის ადამიანებს. ეს პრობლემა აქვთ საკმაოდ განათლებულ და განვითარებულ ადამიანებსაც კი ძალიან ხშირად და სულ ვფიქრობ და მაინტერესებს რატომ? თუ თავად ბედნიერი ხარ და თავს კარგად გრძნობ იმ ადამიანთან ერთად ვისთანაც ხარ, რატომ უნდა გაინტერესებდეს თუ რას ფიქრობენ ან მომავალში იფიქრებენ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები შენი პირადი ცხოვრების, შენი პარტნიორის, მეგობარი ბიჭის თუ მეგობარი გოგოს შესახებ (მისი გარეგნობის, მისი თუნდაც განათლების, ან იმ ოჯახური წრის შესახებ საედანაც ის არის და ა.შ.)? ან მაგალითად თუ რას იფიქრებენ სხვა ადამიანების შენი ოჯახის შესახებ, ან იმის შესახებ თუ როგორ იცხოვრებს ან ცხოვრობს შენი შვილი – გათხოვდება, ან ცოლს მოიყვანს და ისე იქნება ბედნიერი ამ რაღაც ოფიციალური, სხვების მიერ დადგენილი და თავსმოხვეული წესებით და ტრადიციებით თუ ამ ტრადიციების გარეშე? და კიდევ ერთი, როგორ გგონიათ რამდენად ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი პრობლემა მსოფლიოში (არა მხოლოდ საქართველოში ან საქართველოსნაირ განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყნებშიც მათ შორის)? და ფიქრობთ თუ არა რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ამ ადამიანების მომავალზე, მათ გრძნობებზე და იმაზე თუ რამდენად ბედნიერები იქნებიან ისინი მომავალში? P.S. ჩემი კვლევის თემა სხვა არის ბუნებრივია და ამ საკითხებს არ ეხება, მაგრამ ეს სოციალური ფენომენი არანაკლებად მნიშვნელოვანი მგონია შესასწავლად და საკვლევად…

ასევე დაგაინტერესებთ