“ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად”

აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელით ვრცელდება:
ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად.
ელენე 4 მარტს სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება. საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში, ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.
ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.
საქართველოში ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისათვის აუცილებელია თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000. თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში, რათა მკურნალობის დაწყება არ დაგვიანდეს. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.
არ მეგონა, რომ ამ პოსტის დაწერა დამჭირდებოდა და ისიც ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თქვენი მხარდაჭერისა და ელენეს სიყოჩაღის იმედი მაქვს, რათა მალე დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საყვარელ საქმიანობასა და ჩვენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებსაც უსაზღვროდ გვენატრება.
გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვის
PayPal: @KZhordania
მიმღები: ქეთევან ჟორ (დედა)