“ეს პირდაპირი ჩამოყალიბებაა ერთპარტიული დიქტატურის” – ბოკერია

ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბება -ასე ეხმაურება “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, “ოცნების” სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
“ეს არის მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევა, არა მარტო იმათთვის, ვისაც ახლა ასაკრძალი პარტიების მიმართ აქვს სიმპათია, ყველასთვის – ანუ ივანიშვილი, რეჟიმი და მთავრობა გადაწყვეტს, ყველას თქვენ მოქალაქეებს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რა არჩევანი შეიძლება გქონდეთ. ეს პირდაპირი ჩამოყალიბებაა ერთპარტიული დიქტატურის და რა თქმა უნდა, ეს ზომა და ეს დრაკონული ინსტრუმენტი დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად”, – აცხადებს .
მიუხედავად იმისა, რომ ოცნება აცხადბს, რომ კოალიციები მთლიანად უნდა აიკრძალოს, იქვე ამბობს, რომ კოალიციაში შემავალი “დროა” და “გირჩი–მეტი თავსუფლებისთვის” არ უნდა აიკრძალოს. ასევე, არ ითხოვს “ფედერალისტების”, “გირჩის”, “გახარია – საქართველოსთვის” “სტრატეგია აღმაშენებელის”, ალტ-ინფოს”, “პატრიოტთა ალიანსის” და “ევროპული საქართველოს” აკრძალვას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ