სერია A-ს მე-14 ტურში “ნაპოლი” “ტორინოს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, ქართველის გადაცემით სკოტ მაკტომინეიმ ნეაპოლელებს მოაგებინა.
მატჩის შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ბევრი ვიშრომეთ, “რომასთან” მატჩისგან განსხვავებით “ტორინოსთან” ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. გუნდი როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად იზრდება. ჩემი აზრით, შეგვეძლო, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, თუმცა სტეფან სავიჩმა ამის საშუალება არ მოგვცა. ვხედავ, რომ ბიჭებს განვითარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა სურთ.
რაც შეეხება კვარაცხელიას, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ისეთივე კარგი იყო,
როგორც “რომას” წინააღმდეგ. ის თუ როგორც ვთამაშობთ, ამას შეუძლია ხვიჩას პერსონალურ დონეზეც სარგებელი მოუტანოს. თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებთ, ეს “კვარასთვისაც” და გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს რომში თასზე “ლაციოსთან” ჩაატარებს.