ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ადეიშვილს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?

ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ადეიშვილს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?
„ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა ცალსახად ნეგატიურად შესაფასებელია. გერმანიის მხარეს აქვს ასახსნელი, რატომ იქცევა ისე, რომ ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და მართლმსაჯულება ფაქტობრივად შეურაცხყოფილია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მქონე პირს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ოფიციალურ მიღებაზე იწვევს, ეს პარტნიორული ნაბიჯი არ არის.
„წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ვინმე ყოფილი მაღალჩინოსანი მივიღოთ გერმანიიდან, რომლისთვისაც გერმანიის მართლმსაჯულებას გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. რა რეაქცია ექნებოდა გერმანიის სახელმწიფოს, ამაზე გვიპასუხონ. ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც ევროკავშირისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობების მქონე პირები საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ამ პიროვნებას ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა

2011 წლიდან მოყოლებული ცდილობენ, რომ პრორუსობა დააბრალონ “ქართული ოცნების” 41 000-ზე მეტ წევრს და 1 120 000-ზე მეტ მხარდამჭერს – როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, კონკრეტულ ადამიანებს უნდა დააბრალო, რომ არიან მტრები, გებელსისეული და ბოლშევიკური რიტორიკა კვლავ არსებობს