ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ ლონდონში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებისთვის “ერთად პალესტინისთვის” განაცხადა, რომ ისრაელის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან უნდა მოკვეთონ. მან ისრაელის სიტუაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყებას შეადარა.
“FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს დისკვალიფიკაცია უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ მისცეს. უკვე 716 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც Amnesty International-მა ისრაელის ქმედებებს გენოციდი უწოდა და ამ ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება კიდევ აქვს.
რატომ არის ორმაგი სტანდარტები?! – FIFA-მ და UEFA-მ მათ საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა უნდა აუკრძალონ. მსოფლიოში არსებულმა კლუბებმა და თავად ფეხბურთელებმა უარი უნდა თქვან ისრაელის გუნდების წინააღმდეგ თამაშზე”, – თქვა კანტონამ.
შეხსენებისთვის, Inside The Games-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ცნობა, რომ მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი, პალესტინაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ისრაელის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთას არ აპირებს.
16 სექტემბერს ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებას სპორტული შეჯიბრებიდან ისრაელის მოკვეთისკენ მოუწოდა და მიზეზად ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დაასახელა. ისრაელის სახელმწიფოს ამ ქმედებათა ერთიანობას ძალიან ბევრმა, ავტორიტეტულმა დასავლურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და კვლევითმა ინსტიტუტმა გენოციდი უწოდეს.
“ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია” – მოურინიო “ბენფიკაში” დანიშვნის შემდეგ
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი – ვინ არიან ისინი?
გიგზი: ფერგიუსონს ამ 4 ფეხბურთელისთვის არასდროს დაუყვირია
ერიკ კანტონამ “მანჩესტერის” თამაში მოხუცებულის სექსს შეადარა
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა – გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
დასახელდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი
კანტონა ურტყამს რამოსს – ბასკმა სეპარატისტებმა ევრო 2020-ის წინააღმდეგ უცნაური პოსტერი შექმნეს [PHOTO]
