“ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო” – კობახიძე წულუკიანის ანწუხელიძეზე ნათქვამს განმარტავს

“ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს,” – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე.
“რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი,” – თქვა ირაკლი მ წულუკიანის განცხადების შეფასებისას.
შეგახსენებთ, ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე თქვა – “უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის”.