“ეს ობიექტი პრეზიდენტ პუტინთან ასოცირდება” | რუსეთის ე.წ. ელჩი ბიჭვინთის აგარაკებზე

ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა საოკუპაციო რეჟიმს მადლობა გადაუხადა “ერთობლივი მუშაობისთვის” და განაცხადა, რომ “ეს ობიექტი” პუტინთან ასოცირდება:
“როდესაც აფხაზეთში ხალხს ვხვდები, ბევრი გაკვირვებულიცაა, რომ შეთანხმება ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული. უფრო მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ობიექტი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ასოცირდება, რომელსაც არაერთხელ გაუმართავს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე სამუშაო შეხვედრა, ასევე სერგეი ლავროვსაც. მადლობა ერთობლივი მუშაობისთვის. ობიექტის გადაცემა თავიდანვე ეჭვს არ იწვევდა, თუმცა მოგვიანებით ეს საკითხი ს ცალკეული მოქალაქეების კრიტიკის საგანი გახდა. ეს ობიექტი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ქართველების ხელში არ აღმოჩენილა, ასე რომ შეიძლება ითქვას, ის ყოველთვის სტერილური იყო” თქვა პუტინის მარიონეტმა კიდევ ერთ მარიონეტთან, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამ განცხადების შემდეგ, ე.წ. პარლამენტის ე.წ-მა დეპუტატებმა 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია პუტინს დილის 6 საათზე ჩატარებულ “საგანგებო სხდომაზე” დაუმტკიცეს. პროცესს 35-დან 28 “დეპუტატი” ესწრებოდა, საიდანაც 25-მა მარიონეტმა “გადაწყვეტილებას” მხარი დაუჭირა. “კანონს” ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ბჟანიამ.