“ეს ნიშნავს, რომ ნაც. მოძრაობას არანაირი ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია” – ხუხაშვილი

IRI-ს კვლევაში ყველაზე ინფორმატიული გახლავთ ნაცების (40%) და ქოცების (29%) ნეგატიური რეიტინგი.
ეს ნიშნავს, რომ ნაც. მოძრაობას არანაირი ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია და მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ არსებული მხარდაჭერის შენარჩუნებაა. ხოლო, ყველა პარტია, რომელიც მასთან შევა კოალიციაში, დაკარგავს საკუთარ ელექტორატს და შესაბამისად იდენტობას. ნუ, ერთი-ორი კაცი ისარგებლებს გამსვლელ სიაში მოხვედრით.
ქართულ ოცნებასაც პრაქტიკულად აღარ გააჩნია ელექტორალური ზრდის პოტენციალი. თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია სხვადასხვა რესურსის ბოროტად გამოყენებით მოახდინოს ნეიტრალური, ე.წ. “სამობილიზაციო ელექტორატის” მოზიდვა იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის ამ სეგმენტის აღებას ვერ შეძლებენ ალტერნატული პოლიტიკური ცენტრები. ეს კი სამწუხარო, მაგრამ სავსებით რეალური პერსპექტივაა…

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია