“ეს ნაწარმოებები არც აქამდე იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი” – განათლების მინისტრი

განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამიდან კონკრეტული მწერლების შემოქმედებაა ამოღებული. მეტიც, იმ ფონზე, როცა ოცნების მომხრეები ამბობენ, რომ თითქოს სკოლის პროგრამიდან არ ამოუღიათ, მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს ნაწარმოებები არც იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი.
“სტუდენტების მოთხოვნაა და ჩემი აზრით, სამართლიანიც იყო ის, რომ თუ რაიმე არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი, ეს არ უნდა გასულიყო გამოცდაზე. აღნიშნული ნაწარმოებები არ ყოფილა არც აქამდე სავალდებულო პროგრამის ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ სავალდებულო ნაწილები გაგვაქვს გამოცდაზე. გამოცდებთან დაკავშირებით მომავალ წელს სავალდებულო ნაწილში გადავა აღნიშნული ლიტერატურული ნაწარმოებებიც, – ამბობს მინისტრი.
საგამოცდო პროგრამებიდან ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააქრეს. 1802 წლიდან აჯანყებები ს წინააღმდეგ 2025 წლის პროგრამაში აღარ იქნება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში დატოვა ს მიერ საქართველოს ანექსია და შემდეგ პირდაპირ 1832 წლის შეთქმულება. გამოტოვეს მთავარი – ქართველი ხალხის ბრძოლა იმპერიასთან. საგამოცდო პროგრამიდან გაქრა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიც. ქართულის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს სულხან საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, პაოლო იაშვილის ნამუშევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი