ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა, რომელიც -ში საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს, განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის წლები „ამერიკის ოქროს ხანა იქნება“.
ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში განაცხადა, თავის მხარდამჭერებისთვის მიმართვისას, სადაც მას შეუერთდნენ ოჯახის წევრები, ასევე მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი-დი ვენსი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი.
ტრამპის თქმით, „ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო“.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ არჩეულ ვიყო 47-ე და 45-ე პრეზიდენტად… ყოველ დღე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და თქვენი მომავლისთვის… მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ და რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, – განაცხადა ტრამპმა.
ს თქმით, მისი გამარჯვება დაეხმარება ქვეყანას „გამოჯანმრთელებაში“.
„ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ გამოვასწოროთ ჩვენი საზღვრები და ვაპირებთ გამოვასწოროთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის შესახებ“, – თქვა ტრამპმა.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო ჩატარდა, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს.