“ეს მწვრთნელის ბრალი არ არის” – ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

ჩემპიონთა ლიგაზე “სიტისთან” მატჩის წინ “რეალის” 25 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ორელინ ჩუამენიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხაბი ალონსოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც მან განაცხადა, ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები არა დამრიგებლის, არამედ ფეხბურთელების ბრალია და პროგრესი უნდა განაგრძონ.
“ყველანი ერთ ნავში ვართ. თუ გამარჯვება გვინდა, ყველამ უნდა იბრძოლოს. ფეხბურთელები მოედანზე გამოდიან და უკეთ უნდა ვითამაშოთ. ხვალ კარგი შანსი გვაქვს, სიტუაცია შევცვალოთ.
“სელტასთან” მატჩში მწვრთნელს კარგი გეგმა ჰქონდა. 0:2 წავაგეთ, რადგან პრობლემა ფეხბურთელებში იყო. მაგალითად, ინტენსივობა გვაკლდა. ეს მწვრთნელის ბრალი არ არის. ჩვენ პროგრესი უნდა განვაგრძოთ”, – ციტირებს ჩუამენის ესპანური მედია.
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება – “ბარსელონაში” არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
ბენზემამ “რეალში” დაბრუნება არ გამორიცხა – ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო “რეალიდან” მიდის – ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე “რეალში”? – ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ჩუამენიმ შესაძლოა, კარიერა პრემიერ ლიგაში განაგრძოს
კარგი თამაში დაუფასდება – “რეალი” ზაფხულში ნიკო პასს დაიბრუნებს
ერიკ ტენ ჰაგი “ლევერკუზენს” ჩაიბარებს
ოფიციალურად: “რეალმა” მთავარ მწვრთნელად ხაბი ალონსოს დანიშვნა გამოაცხადა
[VIDEO] “ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს” – რა მოხდა “კაირატთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
ხაბო ალონსომ “რეალიდან” შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა