„ეს მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან ეს შავი ძალები წინსვლას არ დაიწყებენ“ – პრეზიდენტი

დემონსტრაციები მშვიდობიანია, სადაც ხალხი ახალი ს ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ხალხის მოთხოვნა ევროპულ მომავალს და ახალ არჩევნებს უკავშირდება და დემონსტრაციები მშვიდობიანია.
„დღეს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციებია, რადგან ახლა იქ სპეცრაზმი არ არის, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. ხალხი მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: ერთი – „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“, რომელიც არჩევნების დროს მოიპარეს და მეორე – „დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი“. ეს არის ერთი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე რევოლუციური ლოზუნგები და რადიკალური არაფერია.
„ეს მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან ეს შავი ძალები წინსვლას არ დაიწყებენ. ისინი [დემონსტრანტები] მოითხოვენ იმას, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა, ახალი არჩევნების ჩატარების სურვილს გამოხატავენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რასაც მთელი წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ქვეყნის 80%-ს მისი ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობის გაგრძელება სურს, არ სურს სკენ სვლა, რომელიც მხოლოდ ამ მმართველი პარტიის ნებაა, რომელმაც კონსტიტუციის ვალდებულება დაივიწყა და რომელსაც მხარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უჭერს, რომელთაც ამ პარტიისა და ერთი კაცის მიმართ პირადი ინტერესები აქვთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ipn.ge