“ეს მკვლელი და ჯალათი იგზავნება ახალგორში ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად” – დავით ქაცარავა ტატუნაშვილის მკვლელზე

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში მხილებული დავით გურწიევი ახალგორის პროკურორად დაინიშნა.
ალბათ, ყველას გახსოვთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მის წამებაში და შემდგომ მკვლელობაში მხილებული ვინმე დავით გურწიევი. ეს მკვლელი და ჯალათი, რომელსაც მცხეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, კვლავ გამოჩნდა სცენაზე. საოკუპაციო რეჟიმმა დავით გურწიევი დანიშნა ახალგორის პროკურორად და კვლავ მიავლინა ახალგორში, სადაც ამ ნაძირალამ გაითქვა სახელი ჩვენი მოქალაქეების დატერორებით, უძრავ-მოძრავი ქონების წართმევით და განსაკუთრებული სისასტიკით. ამ ჯალათმა ასევე მიიღო აქტიური მონაწილეობა ოკუპირებული ცხინვალის ციხის პატიმრების წამებაში, ეს საქმე გახმაურდა 2019 წელს. ეს კაციჭამია ასევე ფიგურირებს დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეშიც, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ჩაფარცხა და გამოუძიებლად დატოვა. მოკლედ, ეს მკვლელი იგზავნება ახალგორში ჩვენი ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად. ჩვენს ახალგორელებს დაცვა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სჭირდებათ. წარმომიდგენია, რას იზამდა , გურწიევს მისი მოქალაქეები რომ მოეკლა…” – წერს დავით ქაცარავა.
გურწიევს არჩილ ტატუნაშვილის წამება ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტატუნაშვილის საქმეზე გურწიევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც გურწიევს უკავშირდება, დავით ბაშარულის საქმეა. საბინაო კომუნალური მეურნეობის 18 წლის მუშაკი -ს ადგილობრივ განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გაუჩინარდა. მილიცია მაშინ ერთ-ერთი მოსახლის ფარდულიდან რამდენიმე ქილა მწნილის მოპარვის საქმეს იძებდა. ახალგაზრდას ნახევარი წლის განმავლობაშ ვერ პოულობდნენ, რის შემდეგაც საქმეში ქართული პოლიცია ჩაერთო. 2015 წლის თებერვალში კი დავით ბაშარულის ცხედარი მშობლიურ დოლიანში, ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. მომხდარის ოფიციალურ ვერსიად თითმვკლელობა დასახელდა. არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევის მსგავსად, ბაშარულის ცხედარიც ექსპერტიზაზე რუსეთში გაიგზავნა, რის შემდეგაც ის ქართულ მხარეს გადაეცა. საქართველოს გამოძიებამ ბაშარულის ოჯახის წევრების ვარაუდი დაადასტურა და თქვა, რომ ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში