“ეს მიუთითებს, თუ რაზე სურს კრემლს წასვლა”– გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

გამთენიას რუსებმა დნიპროს ჰიდროელექტრო კაშხალს რამდენიმე ჰიპერბგრითი რაკეტა “კინჟალი” ესროლეს. დაბომბვის მიუხედავად კაშხალი მყარად დგას. მის აფეთქებასა და ნგრევას ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. თუმცა ტექნიკურად ეს ძალიან რთული იქნება, რადგან კაშხალი მასობრივი და დიდი მუხტის მქონე რაკეტების დაბომბვაზეა გათვლილი და მისი ნგრევა ადვილი არ იქნება. მაგრამ ს ქმედება მიუთითებს იმაზე, თუ რაზე სურს კრემლს წასვლა. ეს მხოლოდ სამხედრო-ტერორისტული კი არა საინფორმაციო აქტიცაა დასავლეთის შესაშინებლად. დროზე და ძალიან მყარად უნდა გაეცეს რუსეთს სათანადო პასუხი, რომ სახელმწიფოს მიერ მართული ტერორიზმი არ იქცეს ნორმად და სხვების მხრიდან მისაბაძად.