“ეს მისგან ვიცი… არ ამბობდა, როგორ უვლიდა თავს, სულ ვეხვეწებოდი, რაღაც საიდუმლო გაქვს, მითხარი-მეთქი…” – ეკა ჩხეიძე, ბებიის, უმშვენიერესი მედეა ჩახავას შესახებ – Marao

“ეს მისგან ვიცი… არ ამბობდა, როგორ უვლიდა თავს, სულ ვეხვეწებოდი, რაღაც საიდუმლო გაქვს, მითხარი-მეთქი…” – ეკა ჩხეიძე, ბებიის, უმშვენიერესი მედეა ჩახავას შესახებ – Marao
ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და არაერთ ფილმშიც იღებდა მონაწილეობას.ეკა ცნობილი ქართვლი რეჟისორიდ, თეურ ჩეიძის ქალიშვილი, და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავს შილიშვილია.
მსახიობს ბებიის შესახებ არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:
“მედიკოს ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდა, ადვილი იყო მასთან ურთიერთობა, თბილი ადამიანი იყო. მე ცოტა უფრო ხისტი ვარ, ბუტია და ზედმეტად ემოციური…
რასაც მის სიცოცხლეში ვხედავდი და ვუყურებდი, რთულ სიტუაციებს მუდმივად ამარტივებდა და ნაკლებად აპრობლემებდა. ეს თვისება ჯერ მას უადვილებდა ცხოვრებას, ასევე უმარტივებდა შემდგომ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისგანაც ეწყინებოდა რამე ან ვისზეც ბრაზობდა.
რაც მის ცხოვრებაში გარკვეული უსიამოვნო ეპიზოდები იყო, ყველაფერი ამ საოცარი თვისების გამო, მეტ-ნაკლებად მარტივად გადაიტანა. ცხოვრებამ რა სირთულეც მოუტანა, იმ სირთულის სწრაფად გადახარშვა შეძლო…” – ამბობდა ეკა ჩხეიძე.
ამჯერად ის ლეგენდარული ბებიის შესახებ “შუადღის” ეთერში საუბრობს:
„დღეს იმდენი საშუალებაა, რაც არ მოგწონს, ერთ კვირაში სხვანაირი იქნები. მაშინ უფრო ბუნებრიობა იყო… მისგან ვიცი, რომ შინაგანი სილამაზეა მთავარი. როცა განწყობა გაქვს, როცა კარგ ხასიათზე ხარ, ყველაფერი უფრო გიხდება. თუ სტრესში ხარ და ცუდი პერიოდი გაქვს, რაც უნდა ჩაიცვა, თვალი ჩაქრება და მორჩა, არაფერი გიხდება…
არ ამბობდა, როგორ უვლიდა თავს… სულ ვეხვეწებოდი, რაღაც საიდუმლო გაქვს, მითხარი-მეთქი… ბავშვის კრემს ე და ა ვიტამინს ვამატებ და ამას ვისვამ…
სულ უნდოდა, კარგ ხასიათზე ყოფილიყო. თმა თუ ჰქონდა შესაღები და მოუწესრიგებელი, ბრჭვიალა ჩალმას წაიკრავდა და უკვე ლამაზი იყო… ყოველთვის უნდოდა, ფორმაში ყოფილიყო…“- ამბობს მსახიობი.