“ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს, გუნდს ძალიან კარგად შეეწყო” – კვარაცხელია თანაგუნდელმა შეაქო

ლიგა 1-ის 21-ე ტურში პსჟ-მა “მონაკო” 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში პარიზელთა ახალწვეულმა მ სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ქართველის შესახებ მისმა თანაგუნდელმა, ვიტინიამ ისაუბრა.
პორტუგალიელის თქმით, “კვარა” ახალ გუნდს კარგად შეეწყო, გატანილი გოლი კი მას წნეხისგან გაათავისუფლებს.
“ყველა გახარებულები ვართ, რომ ხვიჩამ სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს. ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩასვლა და ადაპტაციის გავლა, მარტივი არ არის.
ხვიჩა გუნდს კარგად შეეწყო და ჩვენც თავისუფლება მივეცით, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. იმედი მაქვს, თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს,
რაც წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება”, – განაცხადა ვიტინიამ.
შეგახსენებთ, “პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბრესტის” წინააღმდეგ გამართავს.