საზოგადოებრივი პლატფორმის, საქართველოს ევროპული ორბიტა აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებას პასუხობს.
კობახიძემ დღეს თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით თემის აწევა “ნინო ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული”. კობახიძე ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე საათში მოკლეს.