ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა – სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მავნებლურია.
„ფაქტია, იმავე პოზიციასა და პლატფორმაზე დგას, რაზედაც რადიკალური ოპოზიცია, იგივე რევოლუციური კომიტეტი. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად და შესანიშნავად იცის, რომ არ შეიძლება ცესკო-ს თავმჯდომარე და მოადგილე პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. მან შესანიშნავად იცის ისიც, რომ გიორგი კალანდარიშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს იმ კანდიდატთა შორის, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. ისიც იცის, რომ არასამთავრობოებმა საბოტაჟი გამოუცხადეს, როდესაც შესარჩევი კომისია მუშაობდა. მისთვის ყველაფერი ნათელია, აქედან გამომდინარე, გამართლება არ აქვს კანონპროექტზე ვეტოს დადებას იმ მიზნით, რომ მოგვიწოდებს, რადიკალურ ოპოზიციასთან შევთანხმდეთ, რომელსაც აბსოლუტურად სხვა იდეა ამოძრავებს.
მოქმედი კანონმდებლობით, მათ გარეშე ცესკო-ში ვერავინ იქნება არჩეული და გამოდის, ცესკო საბოტაჟით განთქმულ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა გადავაბაროთ. პრეზიდენტი ამას უჭერს მხარს. ეს მისი პირადი საკითხია, არ ვიცი, პოლიტიკური დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვეტო მავნებლური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა