ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
„ვფიქრობ, ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ. მე იმის ინტერპრეტაციას ვახდენ, რაც ამის უკან დგას და ამის უკან ძალიან სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია, რომელთა საფუძველზეც დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.
მისი თქმით, გრენლანდიის მომავალი კუნძულის მოსახლეობის საქმეს წარმოადგენს.
„ნატო-ს შექმნის შემდეგ წევრ ქვეყნებს შორის ომი არ ყოფილა და ამას არც მომავალში წარმოვიდგენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და დანიის ავტონომიური ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
ipn.ge