ეს კითხვა სომხეთისთვისაა განკუთვნილი – ალიევის წარმომადგენელი „ზანგეზურის დერეფნის“ აშშ-ის მიერ შესაძლო კონტროლზე

ილჰამ ალიევის ასისტენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰიკმეთ ჰაჯიევი ეხმაურება იდეას, „ზანგეზურის დერეფანი“ გააკონტროლოს ამერიკულმა მხარემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჰაჯიევმა 26 ივლისს განაცხადა:
„ეს კითხვა სომხურ მხარეს მიემართება. -ის კომპანიებთან თანამშრომლობა მათი საქმეა“.
„ჩვენ, ჩვენი მხრივ, ფოკუსირებულნი ვართ ჩვენს სამუშაოზე: ტრანსპორტირების ხაზების გაფართოებასა და ჩვენს მეზობლებთან – საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან კონტაქტების გაფართოებაზე“, – თქვა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ „თუკი სომხეთი მზადაა, სიამოვნებით განვავითარებდით ტრანსკავკასიურ სატრანსპორტო დერეფანს“.
იდეა, რომ შეერთებული შტატები შეთავაზებამ, „ზანგეზურის დერეფანი“ ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს და ასე დაიწყოს ფუნქციონირება, 11 ივლისს გამოაცხადა საჯაროდ თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა.
მან ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ვაშინგტონმა ერევანსა და ბაქოს შესთავაზა, რომ სომხეთმა, – რომლის სუვერენული ტერიტორიაც არის ის ტერიტორია, რომელიც საკვანძოა „ზანგეზურის დერეფნისათვის“, ამერიკულ მხარეს 100-წლიანი იჯარით გადასცეს.
ფორუმი