ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი

ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ კვლევით კარგად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ალტერნატივა არ ჰყავს.
„ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ განწყობებს რაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის იმასაც, რომ ქართულ ოცნებას არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში. ასევე აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქართული ოცნების მიერ და გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე იმედიანად არის განწყობილი მომავალთან, მათ შორის ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, – აცხადებს მახაშვილი.
კითხვაზე, პარლამენტის ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს