‘ეს კეთდება ჩვენი ბრძოლის დასაკნინებლად, ნიჰილიზმის დასათესად და პტსა-ს ახალი ტალღის გამოსაწვევად” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

მხოლოდ ერთ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ფრაგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას – ომის სინდრომი დაერქვა გადარჩენილი ჯარისკაცების პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობას, რომელიც ღრმა დეპრესიით მიმდინარეობს და ხშირად ახლავს სუიციდიც, ან ლატენტური სუიციდი – ალკოჰოლიზაცია, ნარკოტიზაცია. ომის სინდრომი უმძიმეს ფორმას იღებს, როცა ომი წაგებულია და კიდევ უფრო მძიმეს, როცა ომს გადარჩენილ ჯარისკაცებს ხალხი ხვდება არა როგორც გმირებს, არამედ “უაზრობაში ჩათრეულებს”, კიდევ უარესი, როგორც “მოღალატეებს, გაყიდულებს, მოროდიორებს, აგრესორებს…” დეპრესია ვრცელდება დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებზეც, რომლებსაც არწმუნებენ, რომ სამშობლოსთვის გაღებული მათი მსხვერპლი უაზროა. ომის სინდრომმა შთანთქა ჩვენი სამი თაობა 90-იანებში. ომის სინდრომის გამწვავებას მივიღებთ ახლა ამ კამპანიით, რომ ის მეომრები, ვინც უყოყმანოდ გაწირა თავი ქვეყნის დასაცავად, თურმე გმირები კი არა, აგრესორები, ან გაცუცურაკებულები ყოფილან. სამწუხაროა, ასეთ უხეშ, ადამიანის ფასის არ მცოდნე ქვეყნად რომ ჩამოვყალიბდით, ან კი სადღა გვყავს საკმარისი ადამიანი ამ ქვეყანაში, მათაც რომ მორალურად თუ ფიზიკურად ვანადგურებთ? ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიულ გარემოში შეცდომების ანალიზს აერიდონ თავად სამხედრო ინტელექტუალები. ანალიზი აუცილებელია, რომ მომავალში გამოცდილებას დაეფუძნოს მოქმედებები, მაგრამ ეს ტვ შოუს საკითხი არაა და მითუმეტეს, როცა ეს კეთდება არა შეცდომების არგამეორების მიზნით, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლის დასაკნინებლად, ნიჰილიზმის დასათესად და პტსა-ს ახალი ტალღის გამოსაწვევად.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები