“ეს კაცი ყოფილა ვაჟა სირაძის მოადგილე… მოგწონთ ასეთი განუკითხაობა?” – რა ვიდეოს ავრცელებს ნანა დიხამინჯია

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
ეს კაცი, გოგოს რომ აგდებს და აგინებს, ყოფილა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის, მოადგილე ხუტა პაჭკორია. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ვერც მივხვდებოდი, ვინაა, მეგონებოდა კალაძის ტიტუშკა. ასეთი შეგინებისთვის სილა რომ გაეწნა ამ გოგოს, გასაკვირი იქნებოდა? წილოსნის აზრით, სწორიც იქნებოდა, ტრადიციულად და ისტორიულად. არადა, დაიჭერდნენ და მიუსჯიდნენ მინიმუმ 2 წელს, პოლიციის მაღალჩინოსანზე თავდასხმისთვის.
მოგწონთ ასეთი განუკითხაობა?

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა