“ეს კაცი მთელი წელი გვატყუებდა რომ სააკაშვილი კვდება… ახლა მთავრობაში უნდა მოსვლა” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, :
ეს სამარცხვინო ხალხი, ვინც ახლა ერთობის ჩამშლელი ოლიგარქიული ინტერესების კრიტიკის გამო თავს გვესხმის, თავს გვესხმოდა მაშინაც, როდესაც სააკაშვილის დიაგნოზებს და შიმშილობას ვაყენებდით ეჭვქვეშ და სრულ მავნებლობად მიგვაჩნდა ორ წლის განმავლობაში ერთი კაცის პრობლემაზე გაუთავებელი საუბარი – ამომრჩევლის გაუცხოების მოკლე გზად მივიჩნევდით.
რას არ გვიძახდნენ … ვინმემ, საერთოდ ვინმემ ბოდიში მოიხადა საზოგადოების ორწლიანი შანტაჟის გამო სააკაშვილის სიკვდილით? ვინმემ ამ ტყუილებში პოლიტიკური ფასი გადაიხადა? ვინმეს შერცხვა, რომ ხალხს და დასავლეთს ატყუებდა, იმიტომ რომ რასაც ჩასძახდებდნენ, ის უნდა ამოეძახა? ვინმეს რცხვენია იმის გამო, რომ ახლა დასავლეთის კრიტიკას რეჟიმის პროპაგანდა სწორედ ამ ტყუილების გამო ეჭვქვეშ აყენებს და ხალხის დასარწმუნებლად იყენებს? ახლა რაღაც ერთობას სათავეში ჩაუდგა გვარამია… ეს კაცი მთელი წელი გვატყუებდა რომ სააკაშვილი კვდება და ქართველებს ლანძღავდა, რომ ამ ტყუილს არ იჯერებდნენ. ამ ტყუილის სამსახურში ჩააყენა მთელი მისი მედია – ჟურნალისტები კომიკურ მატყუარებად, კლოუნებად გადააქცია. ახლა ამ კაცს მთავრობაში უნდა მოსვლა… თან ისე უნდა მოსვლა, რომ კრიტიკული კითხვაც არავინ დაუსვას. (მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მრავალი წელია იდევნება თავისუფალი კონკურენცია და მრავალი წელია ერთმევა ხალხს თავისუფალი არჩევანი – მისი არხები დაბლოკილია სააკაშვილის კრიტიკოსებისთვის რომ სააკაშვილის გარდა ყველა ნულად გამოჩენილიყო.) და თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ამ სალაფავს აჭმევთ ქართველებს? ვიღაცას აჭმევთ კი (ვნახე ზურას პოსტზე სალაფავის მჭამელებიც) უბრალოდ ის ვიღაცა ამ ქვეყანას ვერ გადაარჩენს.
P.S. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ექნება ამომრჩეველს შესაძლებლობა ნახოს მთელი ეს ტყუილები, რომ იცოდეს, ვის არ უნდა მისცეს ხმა.