ეს კანონი რელიგიური ფარისევლობის ნიშანია, ამიტომ მას მხარს არ დავუჭერთ – იაგო ხვიჩია “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში – “ქართული ოცნების” ინიციატივა ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
იდეას ოპოზიციის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს სხვადასხვა არგუმენტი აქვთ, მათ შორისაა ის, რომ მხოლოდ ერთი ფაქტიდან გამომდინარე არ არის საჭირო მკაცრი ზომების მიღება.
“რაღაცნაირი სიურპრიზი იყო ის, რომ “გირჩის” ოფისის წმინდა სივრცედ გამოცხადებას აპირებს თურმე საქართველოს ხელისუფლება. ცოტა უხერხულიც კი არის ასეთ წინადადებას მხარი არ დაუჭირო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ჩვენს პრივილეგიასთან ერთად, ვიღაცის უფლებები იზღუდება და ამიტომ, ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ. ეს კანონი არის რელიგიური ფარისევლობის ნიშანი,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს