ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა – განადგურებული

ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა – განადგურებული
ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა, განადგურებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას.
„„იმედის“ საქმე ალბათ ჩვენს დასკვნაში იქნება სხვა საქმეებთან ერთად ერთ-ერთი საჩვენებელი იმისა, თუ როგორ გაანადგურა თავისუფალი მედია თითქმის, სრულად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და უკვე ემზადებოდა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, კიდევ 50 წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში.
მათ წინააღმდეგ, ვინც მოცემული აზრის გადაცემას უნდა ემსახურებოდეს, ეს არის მედია, უნდა მომხდარიყო ამ პროცესის ჩაკეტვა. ერთის მხრივ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი უნდა ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე, იდეალურ შემთხვევაში არც ერთი. თუ იქნებოდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო, მაინც 5-იანი უნდა შემოეხაზა არჩევნებზე და მიშა-მიშა ეყვირა. თუ მაინც იქნებოდა ასეთი აზრის მქონე, ამის გამავრცელებელი არ უნდა ყოფილიყო.
ეს ზოგადი შეფასება, რაც არ უნდა მძიმედ გამოიყურებოდეს, გამყარებულია იმ ფაქტებით, მტკიცებულებებით, დოკუმენტებით, რომლებიც შევისწავლეთ და მოსმენებით, რომლებიც კომისიის ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის