ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა – განადგურებული

ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა – განადგურებული
ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა, განადგურებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას.
„„იმედის“ საქმე ალბათ ჩვენს დასკვნაში იქნება სხვა საქმეებთან ერთად ერთ-ერთი საჩვენებელი იმისა, თუ როგორ გაანადგურა თავისუფალი მედია თითქმის, სრულად ს რეჟიმმა და უკვე ემზადებოდა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, კიდევ 50 წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში.
მათ წინააღმდეგ, ვინც მოცემული აზრის გადაცემას უნდა ემსახურებოდეს, ეს არის მედია, უნდა მომხდარიყო ამ პროცესის ჩაკეტვა. ერთის მხრივ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი უნდა ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე, იდეალურ შემთხვევაში არც ერთი. თუ იქნებოდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო, მაინც 5-იანი უნდა შემოეხაზა არჩევნებზე და მიშა-მიშა ეყვირა. თუ მაინც იქნებოდა ასეთი აზრის მქონე, ამის გამავრცელებელი არ უნდა ყოფილიყო.
ეს ზოგადი შეფასება, რაც არ უნდა მძიმედ გამოიყურებოდეს, გამყარებულია იმ ფაქტებით, მტკიცებულებებით, დოკუმენტებით, რომლებიც შევისწავლეთ და მოსმენებით, რომლებიც კომისიის ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა