ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით – კანდიდატის სტატუსზე

სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი – ეს “ქართული ოცნების” მიზანია. მიზნამდე მისასვლელ გზებზე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს დრო იმისთვის, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე იმუშაოს, რომელიც ევროკომისიამ დასახა.
“ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი.
ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, თუმცა წევრობამდე ჯერ კიდევ შორი გზაა და ბევრი შრომაა გასაწევი.
ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე ვიმუშაოთ, რომელიც ევროკომისიამ დასახა,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის