“ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია ამერიკის და ევროპის მიერ და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია. ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მაშინ, როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?! ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება. ზუსტად ამიტომ დასრულდება რუსული პოლიტიკა 2024-ში საქართველოში, ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, – წერს ხაზარაძე.