“ეს იყო გულწრფელი პროტესტი” – დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმაზე

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე [გიორგი] კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს” – განაცხადა ს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტთან დაკავშირებით.
“თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დიახ, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა, ვერც ს დღეს იმ დარღვევებს, იმ ცემა-ტყეპას, იმ დაშინებას, იმ მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. ამიტომ მე ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად არის ბრძოლის დრო, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ!”, – განაცხადა კირთაძემ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
დავით კირთაძეს, „სიმართლისა და გამბედაობისთვის“, მადლობა გადაუხადა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს „არჩევნების ქურდი“ უწოდა.
ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ დავით კირთაძემ „მთელი საქართველოს სათქმელი“ თქვა და შესაბამისად, „მასზე ნებისმიერი, სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება, ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც დიახ, პირადად კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით, მოჰპარა არჩევანი”, მაგრამ საქართველოში ხელახალ არჩევნებს “აუცილებლად ჩაატარებს კეთილსინდისიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი საღებავი შეასხა სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგი შეაჯამეს. კირთაძემ კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა.
ცესკომ დავით კირთაძეს უჩივლა და -მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.