“ეს იქნება ზედმიწევნით პროფესიონალური შეფასება, რის იმედსაც გვაძლევს დღევანდელ შეხვედრაზე განხილული საკითხები” – მიხეილ სარჯველაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის მოსალოდნელ შეფასებაზე

“საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა, თუნდაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში, რამდენად გამართული აღმოჩნდა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შემუშავდა და ა.შ.” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მ ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა განსახილველ საკითხზე “ქართულმა ოცნებამ” პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
“საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან აქვთ კონკრეტული ინტერესი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ეხება პროფესიონალურად შესაფასებელ საკითხებს და არა იმ პოლიტიკურად ანგაჟირებულ, მაგრამ უშინაარსო ოპოზიციის მიერ მოხმობილ არგუმენტებს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ფსონი დადებული ოპოზიციას და რომლითაც ცდილობდნენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში რაიმე მღელვარება შემოეტენათ. საბედნიეროდ, ყველა არ არის იგივე განწყობით მოტივირებული, როგორც ჩვენი ოპოზიცია. შესაბამისად, ეს იქნება ზედმიწევნით პროფესიონალური შეფასება, რის იმედსაც გვაძლევს დღევანდელ შეხვედრაზე განხილული საკითხები. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა, თუნდაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში, რამდენად გამართულად ფუნქციონირებს, რამდენად გამართული აღმოჩნდა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შემუშავდა და ა.შ. ყველა ამ საკითხზე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს