,,ეს ის ხალხია ვინც მოკლა ტრამპ ტაუერის გრანდიოზული პროექტი ბათუმში და ტრამპს “აფერისტი” უწოდა” – სააკაშვილი ,,ოცნებაზე”

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ივანიშვილის თოჯინა ს თურმე არ ესმის, ამერიკა რატომ არ იხუტებს გულში მის ვითომ მთავრობას და რატომ არ უხსნის სანქციებს.
მინდა ყველას შევახსენო – ეს ის ხალხია ვინც მოკლა ტრამპ ტაუერის გრანდიოზული პროექტი ბათუმში და ტრამპს “აფერისტი” უწოდა.
ეს ის ბანდაა, რომელთაც შეაჩერეს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ასობით ათას ქართველ ბავშვს წაართვეს ენის სწავლის საშუალება.
ეს ის ხროვაა ვინც ამერიკელები გააძევა ანაკლიის პორტიდან და მათ ნაცვლად ჩინელები შემოიყვანა.
ეს ის მანქურთებია რომელთაც საქართველოში ს შემოჭრაში ის ამერიკელები დაადანაშაულეს, რომელთაც ფაქტობრივად გადაარჩინეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა 2008-ში და მე მიპირებენ გასამართლებას ამერიკის აგენტობისთვის.
ეს ის ავადმყოფთა ჯგუფია რომლებიც მთელს საქართველოს სულელებად თვლიან და ამერიკის ფინანსურ დახმარებას, რომელმაც დევნილების სახლები აუშენა, საქართველო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან დაიცვა და რუსეთს არ მისცა მაშინ შესაძლებლობა ბოლომდე ჩავეყლაპეთ, უწოდებს – სააკაშვილის გადასარჩენად გამოყოფილ ფულს.
ეს ის მოღალატეებია, რომლებიც ამერიკის დაუძინებელ მტრებს რუსეთს, ჩინეთს და ირანს ყველა სურვილს უსრულებენ.
ეს ის დიქტატურაა რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ს ერთადერთ პირად მეგობარს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ციხეში უსამართლოდ ანადგურებს, ხოლო ასობით ათასი ქართველი მექსიკის საზღვრით შერეკეს ამერიკაში და კიდევ უტიფრობა ჰყოფნით, ამერიკა იქით დაადანაშაულონ.
დიქტატურა აუცილებლად დაემხობა, საქართველო იქნება თავისუფალი და იქნება როგორც ჩემს დროს იყო – ამერიკის მთავარი მეგობარი!”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას – ჩვენს ე.წ. კოლეგებს გილოცავთ ბედობას, დაგებედათ „ნაცმოძრაობის“ შეკვეთების გამოტანა პარლამენტში – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა! გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ!

ირაკლი კობახიძე – ქალბატონ კალასს კითხვა დაუსვეს ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაზე პასუხსაც გვერდი აუარა, რადგან პასუხი არ არსებობს – თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტია, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით იყენებს