“ეს ისტორიული მომენტია” – უკრაინიდან

ში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, ფეისბუქზე წერს, რომ ს მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – მოხალისეთა ფორმირების – პატივსაცემად. მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, ასევე კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული – „წინააღმდეგ“ არც ერთი ხმა არ ყოფილა. ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობდა და ყველას, ვინც პატივი მიაგო ქართველი ლეგიონის მებრძოლებს. ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს სკვერი მდებარეობს ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩაზე – ადამიანის, რომელსაც გულწრფელად უყვარდა . ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შევძელით და დავწერეთ საკუთარი – თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდი უკრაინის ისტორიაში და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში. ქართველი მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ“, – წერს მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ს საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი.