“ეს იმის ნიშანია რომ რაკეტების ძველი რეზერვი ამოწურეს, მაგრამ აქვთ საშუალება ახლები დაამზადონ” – ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი, ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
“რაკეტების “კალიბრის” მატარებელი გემების შეცვლა მოხდა შავ ზღვაში. სტრატეგიული ბომბდამშენებიდან როცა უშვებენ რაკეტებს, სადღაც კასპიის და ასტრახანის მიდამოებოდან უკვე ვაფიქსირებთ დროსაც და იმასაც რამდენ ხანში გადმოკვეთავენ უკრაინის საზღვარს, უმეტეს შემთხვევაში მიმართულებასაც ვიგებთ თუ რომელ ქალაქში მიფრინავენ და რა დროში . მაგრამ გემებიდან გამოშვებულ რაკეტებს სამწუხაროდ გვიან ვაფიქსირებთ,იმის გამო რომ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავენ და გვიან იჭერს რადარი. დღეს არ მგონია მაგრამ, ხვალ ან ზეგ შეიძლება გაამეორონ მასიური სარაკეტო თავდასხმა, არ მგონია მოასწრონ მიზნების და მართვის დაპროგრამება ჯიპეს მოდულებზე მაგრამ უკვე აღარფერს გამოვრიცხავ ამ ცოფიანი ძაღლებისგან. რაც შეეხება ერთ ერთი ჩამოგდებული რაკეტის х-101 მოდელზე ვერ დამალეს ათ რიცხვა ნომერი, სადაც ჩანდა რომ რაკეტა 2023 წლის მესამე კვარტალში იქნა გამოშვებული, ეს იმის ნიშანია რომ ძველი რეზერვი ამოწურეს მაგრამ აქვთ საშუალება ახლები დაამზადონ. ყველაფერი კარგად იქნება, დასავლეთი გამოცოცხლდა და იმედია მალე ჩვენც შორი მოქმედების ზუსტ რაკეტებს მივიღებთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)