,, ეს იმის გამოა, რომ რეალურად არც ქრისტიანობა ესმით და კიჩური წარმოდგენა აქვთ მასზე” – თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან გამრუდებული და დამახინჯებული წარმოდგენა უნდა გქონდეს ადამიანს საკუთარ სარწმუნოებაზე, რომ პარიზის ოლიმპიადის ინსცენირებაში საიდუმლო სერობა ან საერთოდ რაიმე რეალურად ქრისტიანული დაინახო. მეც ვუყურებდი და შემექმნა რაღაც ანტიკური, ბერძნული ღმერთების კრებულის ასოციაცია, ნადიმზე წამოწოლილი დიონისე, ბახუსი, ნეპტუნი (ზღვის ფერში) ან რაიმე ამდაგვარი. რეალურად წარმოდგენა არ უნდა გქონდეს კაცს თუ როგორი იყო ქრისტეს ბოლო ვახშამი (პასექი) იერუსალიმში მის მოწაფეებთან, რომ ეს ინსცენირება იმ ამბავს შეადარო. ეს იმის გამოა, რომ რეალურად არც ქრისტიანობა ესმით და კიჩური წარმოდგენა აქვთ მასზე. ძალიან სამარცხვინოა და დიდი უსაქმურობაა, რომ საკუთარ ქვეყანაში თვალს და ხელს შუა გელათის განადგურების ფონზე, მაინცდამაინც პარიზის ოლიმპიადაზე მოინდომო ქრისტიანობის დაცვა. თქვენსას მიხედეთ, რომელსაც სამუდამოდ კარგავთ. ევროპა მიხედავს თავის თავს.”

ასევე დაგაინტერესებთ