“ეს თუ თერთმეტმეტრიანი არ არის, რისთვის არსებობს VAR-ი?” – იტალიაში “კვარაზე” უხეშობის გამო აღშფოთებული არიან [VIDEO]

გუშინ, 3 მარტს, “ნაპოლი” “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. “პარტენოპეის” ყოფილი მცველის, პაოლო ზილიანისა და საფეხბურთო მიმომხილველის, მაურიციო პისტოკის თქმით, ერთ-ერთ ეპიზოდში ზე მცველმა თამაშის წესები დაარღვია და “ნაპოლი” თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.
“რისთვის არსებობს VAR-ი? მსაჯს არაერთი მომენტი გამოეპარა, კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. აგრეთვე, კამბიასო და ბრემერი არ გააძევა და მაინც მოიგეს“.
მაურიციო პისტოკი (საფეხბურთო მიმომხილველი): “მსაჯმა მეხუთე წუთზე კამბიასოს მიერ კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა. შემდეგ იმავე კვარაცხელიას ხელით დაჭერისთვის კამბიასოს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. სწორად
რომ ემსაჯა, მატჩი სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა”, – განაცხადა პისტოკიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.