“ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ” – ტრამპმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება განაახლა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმის განცხადებით, ვაშინგტონმა ს სადაზვერვო ინფორმაციას გაცვლა მეტწილად აღუდგინა. ეს განცხადება ტრამპმა Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა.
კითხვას, განიხილავს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: “ჩვენ ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ… გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინა სერიოზული იყოს მიღწევებში”.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, გამოცემა Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც, შესაძლოა, ს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ.
უკვე 6 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ -ის პრეზიდენტი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.
7 მარტს, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდეს უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ