“ეს ზომა რეზერვში დაიტოვეს. ასე ფიქრიბენ: რატომ გამოიყენონ ყველა იარაღი ერთბაშად თუ მიზანს ერთის გამოყენებითაც მიაღწევენ?!” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

“ქართული ოცნების” სტრატეგია ბოლო წლებია შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ დაწესებაა. ის რომ მხოლოდ სამ პარტიას კრძალავენ და უარი თქვეს ინდივიდებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს ზომა რეზერვში დაიტოვეს. ასე ფიქრიბენ: რატომ გამოიყენონ ყველა იარაღი ერთბაშად თუ მიზანს ერთის გამოყენებითაც მიაღწევენ?! ამიტომ ახლა შეხედავენ როგორ იმუშავებს ეს შეზღუდვა და თუ ვინმემ ალტერნატივის სახე შეიძინა მაშინვე მიადგებიან. პირდაპირ თქვეს დღეს:
“[სხვა პარტიების] არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.”
ისინი აკონტროლებენ პარლამენტს და სასამართლოს, არავითარი ბარიერი გარდა საზოგადოების განწყობისა მათ არ აქვთ. ეს ნელ-ნელა გზების მოსუფთავების სტრატეგია ამასაც ემსახურება, უნდათ საზოგადოება ნელ ნელა შეაჩვიონ პოლიტიკური ოპონენტების გაუქმებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო