,, ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად” – მაია ნადირაძე

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე ლელოს წევრის, ს ,,ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის აცხადებდა – „ყველა ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.
,,სრულიად ქოცქალები, თავიანთი მონდომების მიუხედავად, ვერ ასიამოვნებდნენ ივანიშვილს ისე, როგორც ეს სამადაშვილს გამოუვიდა.
მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა. მე ის მაინც ვიცი, რომ არ ვიცი კვანტური მექანიკა.
ეს “ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი” გვიმტკიცებს, რომ ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის პირობებში, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ ის დავასუსტოთ.
არც ვიცი როგორ დავცინო, უმარტივესი ირონიაც კი მისთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. ირონია კი არა, ფაქტებიც არ იცის. ამის გადმოსახედიდან ვენესუელაში მადურო დამარცხებულია უკვე თ…
ეს გაბღენძილი მედროვე ქალი იქით იყოს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო:
“ყველა გავერთიანდეთ”არ არის სწორი ფორმულა, როცა იქ სამადაშვილები არიან.
“გავერთიანდეთ ყველა ვისაც გული გვერჩის და ქვეყანა გვიყვარს. “
მაინც ძალიან ბევრნი ვართ, რომ ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – სუს-ი აძლიერებს „ოცნების“ პროპაგანდას, ამიტომ ვერ გამოიძიებს დანაშაულს, რომელიც, შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირებთან მიდიოდეს, რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი პოლიტიკიდან წასვლით ოპონენტებს ვერ გავახარებთ