“ეს ვისგან ისწავლა? ეტყობა მიშას უყურა ბევრი უკრაინაში და ჭკუაში დაუჯდა” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, :
ოპოზიციას აძლიერებს ხალხი, რომელიც მას ენდობა, მიყვება, უსმენს, ტაშს უკრავს.
ასეთი რამ, მრავალი წლის მანძილზე პირველად, ჩვენ ვნახეთ 19 ივლისს. ცხადია ეს არ ნიშნავს გაძლიერებას, მაგრამ გაძლიერების დინამიკა ნამდვილად ჩანს. ეს განაპირობა იმან, რომ 19 ივლისის ორგანიზატორი პარტიები პროტესტის ერთგული დავრჩით და რეჟიმის თანამზრახველებად არ ვქცეულვართ მათ მოტყუებაში, თითქოს ის რაც 4 ოქტომბერს ჩატარდება, არჩევნებთან კავშირშია – ამან გააჩინა ნდობის წინაპირობა და დადებითი დინამიკა.