“ეს ვიდეო მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მშვიდობიან ადამიანებს არბევდნენ, რომ ადამიანებს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ჰქონდა დასაცავი სახელმწიფოსგან” – თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა, დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება, სადაც გამომძიებელმა წარმოადგინა ვიდეო, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, 4 დეკემბრიდან აქვს, თავადაც სასამართლო პროცესზე გაეცნო და რომელსაც, მისივე თქმით, არ იცის, ვინ დაადო ტიტრები და როდის და წერს:
8 ბიჭის საქმეზე დღეს, სასამართლო პროცესზევე გაითხარა ახალი “საფლავი” პროკურატურამ და ისევ არ ჩაწვა… –მტკიცებულება მაქვსო, – დღეს დააბრეხვა. –გვაჩვენეთო. –არა, ჯერ მე უნდა ვნახოო. საუბარია “მტკიცებულებაზე” რომელიც, გამომძიებლის მტკიცებით, თავად ჩამოტვირთა ფეისბუქიდან, ცუკერას ხარჯზე გადიან. ხოდა, 4 დეკემბრიდან მაქვს ჩემს პირად კომპში, მაგრამ, არ მინახავს და მოდი, ჯერ მე ვნახავ, აქვე და მერე თქვენ გაჩვენებთო, მართლა ასე თქვა და ქნა. ყურსასმენი გაიკეთა, უნდა მოვუსმინო ჯერ მეო. პროკურორმა, ეს ვიდეო არც მე მაქვს ნანახიო. ნანახი თუ არ ქონდათ, რა იციან რომ მტკიცებულებაა და თუ მტკიცებულაც არ ქონდათ ნანახი, მუხლი როგორ დაადგინა პროკურატურამ? გადაძახებით? დაჟინებული მზერით? ყვება ახლა ეს გამომძიებელი, რომ აქ, ამ ვიდეოში საუბრობენ ბიჭებიო, რომ ზეთი ხომ არ დავასხათ, ფეხი აუცურდება სპეცრაზმი რომ გამოიქცევაო – ანუ, თუ ეს საუბარი მართლაც შედგა, თავის დაცვაზეა საუბარი და არა თავდასხმაზე, სადმე გაგიგიათ, ხალხო, იმ კარტოფილის შესაწვავი ზეთით, ბიძინა რომ არიგებდა არჩევნებზე და აღარც მაგას არიგებს, თავს დაესხას ვინმე ვინმეს? საბრობენ ფარების გაკეთებაზეო. ფარი თავდასხმის საშუალება, თუ თავდაცვის? კოცონის დანთება უნდოდათ გათბობისა და გაშრობისთვისო… ადამიანების გაშრობა და გათბობა სპეცრაზმისთვის ნამდვილი თავდასხმაა კი, რადგან დეკემბერში, ზამთრის სიცივეში დასველებულები რომ დაშრნენ, – აღარ დაცივდებიან, აღარ დაეყრებიან სახლებში…
