,,ეს ემსახურება “ქართული ოცნების” სამშენებლო კლანის კორუფციულ და ფინანსურ ინტერესებს“ –

ეკონომისტი :

,,რუსთავში 40 ათასიანი, ქუთაისში კი 20 ათასიანი, მილიარდი ლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ქალაქების აშენება არის აბსურდი და ემსახურება “ქართული ოცნების” სამშენებლო კლანის კორუფციულ და ფინანსურ ინტერესებს.

ამ გადაწყვეტილების მიზანია:

-ჩალისფასად გაყიდონ და ხელში ჩაიგდონ თბილისის ცენტრში მდებარე საუნივერსიტეტო კორპუსები.
-მისცენ მსუყე შეკვეთები “ოცნების” სამშენებლო კლანს.
-გაზარდონ ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიების ცემენტის გაყიდვები. გერმანული “ჰაიდელბერგის” ქვეყნიდან ფაქტობრივი გაძევების შემდეგ ცემენტის წარმოების ასი პროცენტი საქართველოში ეკუთვნის ივანიშვილ-რუხაძის კომპანიას.
-გაზარდონ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ წარმოებული სამშენებლო რკინა-მასალების რეალიზება. ეს უკანასკნელი ეკუთვნის ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ ირაკლი რუხაძეს.
-რუსთავში და ქუთაისში ასეულ მილიონობით ლარის ღურებულების ტერიტორიების ბიუჯეტის ფულით გამოსყიდვით ასარგებლონ ამ ტერიტორიების “ოცნების” მხარდამჭერ პირებს და შექმნან კორუფციული “ატკატების” დამატებითი საშუალება.