უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გამოთქვა აზრი ევროპის სუპერლიგის შესახებ.
ივლისის ბოლოს, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს სუპერლიგის პრომოუტერებთან, განიხილავს ტურნირის მოდელს და გლობალურ ტექნოლოგიურ პლატფორმას. ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს, რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს.
„თუ უეფა მართლა აწარმოებდა მოლაპარაკებებს მასთან, მაშინ უეფა-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ არ იცის. ჩემს გარეშე კი ამას აზრი არ აქვს. შესაბამისად, ეს სიმართლე არ არის. რა თქმა უნდა, გვაქვს კონტაქტი ორივე ესპანურ კლუბთან („რეალთან“ და „ბარსელონასთან“). ასევე მქონდა შეხვედრა ლაპორტასთან, მაგრამ ეს არ არის მოლაპარაკებები.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი არ შეიცვლება, ეს ცხადია. „რეალსა“ და „ბარსელონას“ სიხარულით მივიღებთ უკან ევროპულ საფეხბურთო ოჯახში, რომელსაც ისინი ყოველთვის ეკუთვნოდნენ.
უნდა შეწყდეს ეს ელიტური ტურნირი, რომელსაც სუპერლიგა ჰქვია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ის გაანადგურებს ფეხბურთს დღევანდელი სახით“, – განაცხადა ალექსანდერ ჩეფერინმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში.
პირველი არხი




