ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში “ტოტენჰემმა” გასვლაზე “სიტი” 4:0 გაანადგურა, ლონდელთა მხრიდან კი დუბლი ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯეიმს მედისონმა შეასრულა, რომელიც ამ დღეს 28 წლის გახდა.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეს დაბადების დღე კიდევ დიდხანს ემახსოვრება.
“ეს არის ისეთი დაბადების დღე, რომელსაც კიდევ დიდხანს დავიმახსოვრებ! ჩემპიონების წინააღმდეგ გასვლაზე ასეთი თამაში და თანაც გამარჯვება, წარმოუდგენელია! ეს უნდა დააფასო, მსგავსი რამ ხშირად არ ხდება”, – თქვა მედისონმა.
აღსანიშნავია, რომ შემტევი ნახევარმცველი 2016 წლის შემდეგ გახდა “ტოტენჰემის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბადების დღეზე გაიტანა. 8 წლის
წინ კრისტიან ერიქსენმა მანჩესტერ “სიტისთან” გოლის გატანა საკუთარ დაბადების დღეზე მოახერხა.