„ეს დღეები ისე ნელა გადის, თითქოს დრო საგანგებოდ იწელება, რომ უფრო დიდხანს მომცეს უფლება გელოდო“ – თამთა შედანიას ემოციური პოსტი – Marao

მოდელი თამთა შე ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ის მესამე შვილის მოლოდინშია. თამთა საკუთარ გვერდზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ის პატარას ემოციურ პოსტს უძღვნის.
“ეს დღეები ისე ნელა გადის, თითქოს დრო საგანგებოდ იწელება, რომ უფრო დიდხანს მომცეს უფლება გელოდო. თითქოს დროც შენს მოლოდინში ჩერდება. ჯერ კიდევ ჩემს სხეულში ხარ, მაგრამ უკვე ჩემი გულის ნაწილი.
მაინტერესებს, როგორი ხარ… გაქვს თუ არა ჩემი თვალები, იქნებ მამას ღიმილი? ალბათ ის ლამაზი ტუჩები, რომლითაც პირველად მეტყვი “დედა”… ვგრძნობ შენს მოძრაობას, შენს ცხოვრებას ჩემში. როცა ხელებს მუცელზე ვიდებ, მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, თითქოს უკვე გეხები და იმ წამს, სამყაროში ყველაფერი ჩერდება.
ვზივარ მარტო და მიდევს წინ შენი პატარა ტანსაცმელი ეს უსასრულო სიფერადე, სითბო და სუფთა იმედი. წარმოვიდგენ, როგორ მოგარგებ შენს პირველ პაწაწინა ბოდეს, როგორ გამიღიმებ პირველად, როგორ მეყოლები ხელში და რამდენი ბედნიერება მოაქვს შენს არსებობას.
შენ ჯერ კიდევ გზაში ხარ, მაგრამ უკვე ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიცი, როცა პირველად შეგეხები, მთელი სამყარო შეიცვლება.
მე შენს დედად ყოფნისთვის დავიბადე”, – წერს თამთა შედანია.
უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.
თამთამ მეორედ ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: “ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად” – ამბობდა მოდელი.
თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა – თამთა მესამე შვილს ელოდება.