“ეს “დინამოს” წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება…”ლუდოგორეცმა” ქართული ბარიერი იღბალის წყალობით დაძლია” – რა თქვა “დეჩიჩის” მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ

“ეს “დინამოს” წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება…”ლუდოგორეცმა” ქართული ბარიერი იღბალის წყალობით დაძლია” – რა თქვა “დეჩიჩის” მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში ს “დინამო” დაპირისპირების პირველ შეხვედრაში დღეს მონტენეგროს ჩემპიონ “დეჩიჩს” დაუხვდება.
მატჩის წინ ქართული გუნდის მეტოქის მთავარი მწვრთნელი მილორად პეკოვიჩი ადგილობრივ vijesti-ს ესაუბრა და მომდევნო შეხვედრა შეაფასა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსურ TNS-თან ორ მატჩში ჯამში 1:4 წაგება არ ეკუთვნოდათ და შეცდომები გაანალიზეს.
“ჩვენ კარგ გუნდს ვთამაშობთ, რომელმაც ეს ყოველივე “ლუდოგორეცთან” კარგი თამაშით დაამტკიცეს. ბულგარელებმა ქართული ბარიერის იღბალის წყალობის გაიარეს, რადგან საპასუხო მატჩში “დინამომ” ბევრი შანსი გაუშვა.
მეტოქე სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და
ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვითამაშოთ აგრესიულად, არ დავტოვოთ სივრცე და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ დონეზე ასპარეზობა. ევროტურნირებზე ასპარეზობა სულ სხვა დონეა. მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით კონკურენტუნარიანი მოედნის ყველა ნაწილზე.
TNS-სთან არც ისეთი სუსტები ვიყავით, როგორც ეს საბოლოო ანგარიშში და პირველი მატჩის შედეგში (0:3) გამოისხა. გოლები არაფრისგან, შეცდომებით გავუშვით.
ბოლო დღეებში ამ ხარვეზებზე ვიმუშავეთ. ეს ჩვენთვის კარგი სკოლა და გამოცდილება იყო, რაც “დინამოს” წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება”, – თქვა პეკოვიჩმა.
ინფორმაციისთვის, დღევანდელი დაპირისპირება ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.