“ეს დიდი ცოდვა იყო, რისთვისაც ბევრჯერ გადავიხადე” – აღიარება დარბაზში მყოფი ცოლ-შვილის წინაშე: სოსო პავლიაშვილი ღალატსა და სინანულზე

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, 61 წლის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რე­პე­რი ბას­ტას “YouTube” შოუს, “Вопрос ребром”-ის სტუ­მა­რი იყო, სა­დაც მა­ყუ­რებ­ლის საკ­მა­ოდ პი­კან­ტურ და თა­მამ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მომ­ღე­რალ­მა წარ­სულ­ზე, მრა­ვალ­რი­ცხო­ვან რო­მა­ნებ­სა და იმ სი­ნა­ნულ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე არ ას­ვე­ნებს.

“ათას­ზე მეტი საყ­ვა­რე­ლი” – რე­კორ­დი თუ ცოდ­ვა?

დარ­ბა­ზი­დან დას­მულ კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მომ­ღე­რალ­მა “ათას­ზე მეტი საყ­ვარ­ლის ყოლა” და რა რჩე­ვას მის­ცემ­და ახალ­გაზ­რდებს ამ “რე­კორ­დის” მო­სახ­სნე­ლად, პავ­ლი­აშ­ვილ­მა გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხა:

“ეს ყვე­ლა­ფე­რი ირას­თან შეხ­ვედ­რამ­დე ხდე­ბო­და. მა­შინ არც ფული მქონ­და და არც არა­ფე­რი, მაგ­რამ ქა­ლე­ბი ჩემს მი­მართ ყო­ველ­თვის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა, გე­ტყვით, რომ ეს დიდი ცოდ­ვა იყო. ამის­თვის ბევ­რჯერ გა­და­ვი­ხა­დე, რად­გან მრუ­შო­ბა ცოდ­ვაა. არ გი­სურ­ვებთ ამ გზით სი­ა­რულს,” – აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

პავ­ლი­აშ­ვილ­მა იქვე დას­ძი­ნა, რომ მად­ლი­ე­რია ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტო­ნის, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე ყუ­რა­დღე­ბა აჩუ­ქეს, რად­გან სწო­რედ მათ “მო­ამ­ზა­დეს” ის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან შე­სახ­ვედ­რად.

აღი­ა­რე­ბა დარ­ბაზ­ში მყო­ფი ცო­ლი­სა და შვი­ლის წი­ნა­შე

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლი იყო, რად­გან მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე, ირი­ნა პატ­ლა­ხი და მათი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, სან­დრა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. წამ­ყვან­მა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­მა­ლა მომ­ღერ­ლის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პა­სუ­ხე­ბით და ხუმ­რო­ბით “ვირ­ტუ­ო­ზი მე­ვი­ო­ლი­ნეც” კი უწო­და.

დან­გრე­უ­ლი პირ­ვე­ლი ოჯა­ხი და და­უშ­ვე­ბე­ლი შეც­დო­მე­ბი

მომ­ღე­რალ­მა კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ნინო უჩა­ნე­იშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც მისი ღა­ლა­ტის გამო და­ინ­გრა. სა­ნამ სოსო მოს­კოვ­ში კა­რი­ე­რას აწყობ­და, ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მომ­ღე­რა­ლი არ მა­ლავს, რომ მა­შინ­დელ ცდუ­ნე­ბებს ვერ გა­უძ­ლო:

“ეს სრუ­ლად ჩემი ბრა­ლი იყო. ყო­ველ­დღე მად­ლი­ე­რი ვარ ნი­ნო­სი და ყო­ველ­დღე ვე­უბ­ნე­ბი – მა­პა­ტიე.”

სო­სომ ირი­ნა პატ­ლა­ხი მა­შინ გა­იც­ნო, როცა ჯერ კი­დევ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ველ ცოლ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­შო­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ გა­და­წყვი­ტა, როცა გა­ი­გო, რომ ირი­ნა ორ­სუ­ლად იყო.

25 წელი ერ­თად – ჯვრის­წე­რა რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე

მი­უ­ხე­და­ვად სკან­და­ლუ­რი წარ­სუ­ლი­სა, ირი­ნა და სოსო უკვე 25 წელ­ზე მე­ტია ერ­თად არი­ან და ორ ქა­ლიშ­ვილს, ლი­ზა­სა და სან­დრას ზრდი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ წყვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელი დღემ­დე არ მო­უ­წე­რია, თუმ­ცა 5 წლის წინ მათ ჯვა­რი და­ი­წე­რეს და კავ­ში­რი ღვთის წი­ნა­შე და­ა­დას­ტუ­რეს.