“ეს დიდი ტყუილია” – ლუჩანო სპალეტი

20 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში იტალიის ნაკრებსა და ს შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ, “აძურიმ” ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.
მატჩის შედეგმა საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გამოითქვა აზრი, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრი ხშირად გადაწყვეტილებებს სპალეტის გუნდის სასარგებლოდ იღებდა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა შეკითხვა თავად ტოსკანელ სპეციალისტაც დაუსვა.
“მინდა მივმართო მათ, ვინც მიიჩნევს, რომ იტალია ჯგუფიდან გასვლას არ იმსახურებდა, ნუ ამბობთ, რომ ამაში ვინმე დაგვეხმარა, ეს დიდი ტყუილია, ჩვენ ევრო 2024-ზე თამაში დავიმსახურეთ. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ”,
– განაცხადა სპალეტიმ.